ავტორი:

"ბავშვები რომ ერთმანეთს "ეჭყანებიან“, ზუსტად ისე "ეჭყანება“ "ქართული ოცნება" ოპოზიციას" - იაგო ხვიჩია

"ბავშვები რომ ერთმანეთს "ეჭყანებიან“, ზუსტად ისე "ეჭყანება“ "ქართული ოცნება" ოპოზიციას" - იაგო ხვიჩია

"ბავშვები რომ ერთმანეთს "ეჭყანებიან” ზუსტად ისე "ეჭყანება“ "ქართული ოცნება“ ოპოზიციას, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.

ხვიჩიას თქმით, "გირჩი" ამ საკითხზე დისკუსიაში შესვლას არ აპირებს და 5-პროცენტიანი ბარიერით შემდეგი არჩევნებისთვის მოემზადება.

"ჩემი აზრით, “ქართული ოცნება“ გათამამებულია ამ არჩევნების მერე და საკუთარ თავს ცუდად მოქცევის უფლებას აძლევს. ჩვენ მივხვდით, რომ "ქართული ოცნება" ამ თემაზე სერიოზულად არ ლაპარაკობს და ბავშვები რომ ერთმანეთს "ეჭყანებიან“, ზუსტად ისე "ეჭყანება“ ოპოზიციას. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ არანაირ დისკუსიაში ამ თვალსაზრისით არ შევიდეთ და მოვემზადოთ 5-პროცენტიანი ბარიერისთვის შემდეგი არჩევნებისთვის. მნიშვნელოვანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, მაგრამ ამან იმდენად არასერიოზული ელფერი მიიღო, რომ გვიტყდება ამ პროცესში მონაწილეობა,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, "ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, რა იქნება მიზანშეწონილი.