უკრაინაში სამართალდამცავებმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად ნუკრი "გალსკი“ დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ 34 წლის "კრიმინალური ავტორიტეტი“ უკრაინის ტერიტორიაზე ოფიციალური გამშვები პუნქტების გვერდის ავლით მოხვდა.
"პოლიციელებმა დაადგინეს მისი ადგილსამყოფელი. დანაშაულებრივი გავლენის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღეს ზომები "კანონიერი ქურდის“ დასაკავებლად და უკრაინის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურში გადაიყვანეს. 10 თებერვალს ღამით მოქალაქე იძულებით გააძევეს ქვეყნიდან. მას უკრაინაში შესვლა 3 წლით აეკრძალა“, - განაცხადეს შსს-ში.
ნუკრი "გალსკი“ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სასანქციო სიაშია შეყვანილი.