ავტორი:

ხაშური-სურამის მონაკვეთზე სამგზავრო მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა - როგორია დაშავებულთა მდგომარეობა?

ხაშური-სურამის მონაკვეთზე სამგზავრო მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა - როგორია დაშავებულთა მდგომარეობა?

ხაშური-სურამის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელიც ავტობანის შემოვლით გზაზე მოძრაობდა, ხაშური-სურამის მონაკვეთზე გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფმა ყველა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.

სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.