ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის 15 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 40 პაციენტი - როგორია გასული 24 საათის ეპიდვითარება

საქართველოში კორონავირუსის 15 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 40 პაციენტი - როგორია გასული 24 საათის ეპიდვითარება

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 425 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 163 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 262 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 712 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 454 065.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.84%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 31.66% ხოლო 7 დღის მანძილზე - 32.85%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 21 623 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 248 242.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 556 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 712 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 7 713 შემთხვევა, აჭარა - 919, იმერეთი - 2 495, ქვემო ქართლი - 828, შიდა ქართლი -698, გურია - 463, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 088, კახეთი - 997, მცხეთა-მთიანეთი - 235, სამცხე-ჯავახეთი - 227, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 49.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 190 241 საიდანაც:

6 123 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 493, აჭარაში - 767, იმერეთში - 1 205.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 270 პირი, მათ შორის, თბილისში - 485, აჭარაში - 155, იმერეთში - 405. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 284 პირი, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 40, იმერეთში - 24.

1 581 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 945 - თბილისში, 424 - აჭარაში.

182 537 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 21 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 11, ხოლო აჭარაში - 0.