ავტორი:

"ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილია" - ბათუმელი მაღალჩინოსნის პოსტი მიწისძვრაზე, რის შემდეგაც თანამდებობა დატოვა

"ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილია" - ბათუმელი მაღალჩინოსნის პოსტი მიწისძვრაზე, რის შემდეგაც თანამდებობა დატოვა

"ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილია" - ეს პოსტი სოციალურ ქსელში ბათუმის მერიის სპორტული ცენტრის დირექტორმა თემურ ხასიამ მიწისძვრიდან რამდენიმე წუთში გამოაქვეყნა.

პოსტს საზოგადოების მხრიდან აგრესიული შეფასება მოჰყვა. მოქალაქეები წერდნენ, რომ ბათუმში ავარიულ სახლებში მცხოვრებლები ისედაც შიშში ცხოვრობენ და მერიის მაღალჩინოსანს მსგავსი განცხადება არ უნდა დაეწერა.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ თემურ ხასიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კვლავ სოციალურ ქსელში დაწერა და თანამშრომლებს წარმატებები უსურვა.

"ვტოვებ ბათუმის სპორტის ცენტრის დირექტორის თანამდებობას. წარმატებებს ვუსურვებ ყველა თანამშრომელს", - წერს თემურ ხასია.

აღნიშნულის შემდეგ მან სოციალური ქსელი "ფეისბუქი" გააუქმა და არც ჩვენს სატელეფონი ზარებს პასუხობს.