ავტორი:

საუნივერსიტეტო კლინიკიდან პაციენტი გადახტა - რას ამბობს საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი

საუნივერსიტეტო კლინიკიდან პაციენტი გადახტა - რას ამბობს საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი

თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკიდან პაციენტი გადახდა. პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, კლინიკაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"რაღაცით გააღო ფანჯარა და გადახტა. პალატაში ორნი იყვნენ. ერთი გაეწერა, ეს დარჩენილი იყო",- აღნიშნავს ტურძელაძე "ტვ პირველთან".

მისივე ინფორმაციით, პაციენტი კლინიკას ხვალ დატოვებდა. ამასთან როგორც ის აღნიშნავს, პაციენტს "კარგი ანალიზები ჰქონდა და მდგომარეობიდან გამოსული იყო".

არსებული ინფორმაციით, პაციენტი გარდაიცვალა.