ავტორი:

"სანიტარი პალატიდან ორი წუთის გამოსული იყო, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტი ფანჯრიდან გადახტა" -ლალი ტურძელაძე

"სანიტარი პალატიდან ორი წუთის გამოსული იყო, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტი ფანჯრიდან გადახტა" -ლალი ტურძელაძე

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 59 წლის პაციენტი, რომელიც ფანჯრიდან გადახტა, კლინიკიდან ხვალ უნდა გაწერათ.

როგორც ტურძელაძე ამბობს, პაციენტს ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონდა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, პაციენტს ჩაუტარდა ყველა საკონტროლო ანალიზი და იგი თავს კარგად გრძნობდა.

"პაციენტი მამაკაცი, 59 წლის ჩვენს კლინიკაში შემოვიდა 5 თებერვალს. პაციენტი იყო მძიმე მდგომარეობაში, კოვიდინფიცირებული და მოთავსდა ინტენსიურ განყოფილებაში. ინტენსიურ განყოფილებაში პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და 8 რიცხვში გადავიდა პალატაში, სადაც ის ორსაწოლიან პალატაში იწვა, მეორე პაციენტთან ერთად. თავს კარგად გრძნობდა, ხვალ ვაპირებდით მის გაწერას, დღეს გაკეთდა ყველა საკონტროლო ანალიზი, მდგომარეობა იყო ძალიან დამაკმაყოფილებელი.

მეორე პაციენტი, რომელიც ამ პაციენტთან ერთად იწვა, დღეს გაეწერა ბინაზე, როდესაც შევიდა სანიტარი, დაალაგა იმ პაციენტის გამო პალატა, რომ იმ ადგილზე ახალი პაციენტი შემოსულიყო, სულ ორი წუთის გამოსული იყო, რომ პაციენტი ფანჯრიდან გადახტა. არავითარი ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონდა, პირიქით ჩვენთან ყველაზე მშვიდი პაციენტი იყო. ოჯახმაც თქვა, რომ არ ჰქონია არავითარი ფსიქიური პრობლემა“, - განუცხადა ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს.

ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, პაციენტის ბიოლოგიური სიკვდილი 19:00 საათზე დაფიქსირდა.