ავტორი:

ფოთში, საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო სისტემის მილში გარდაცვლილი ჩვილი იპოვეს - "მილმა წყალი არ გაატარა და გაწმენდის დროს ახალშობილი იპოვეს"

ფოთში, საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო სისტემის მილში გარდაცვლილი ჩვილი იპოვეს - "მილმა წყალი არ გაატარა და გაწმენდის დროს ახალშობილი იპოვეს"

ფოთში, ერთ - ერთი საცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო სისტემის მილში ჩვილის ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ბინაში იმშობიარა და სავარაუდოდ, თავიდან მოშორების მიზნით, საკანალიზაციო მილში ჩააგდო.

"კანალიზაციის მილმა წყალი არ გაატარა მოიყვანეს სპეციალისტი და გაწმენდის დროს ახალშობილი იპოვეს. ვინ ჩაიდინა და ან ვინ შეიძლება იყოს მშობელი არ ვიცით. ამბობენ, სამი დღის წინ მოხდაო და სხვა არაფერი ვიცი", - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.