დეპუტატ ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ოპოზიციას მათთვის ბოდიში აქვს მოსახდელი. მისივე აზრით, ოპოზიციამ ასევე უნდა აღიაროს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, “მოქალაქეები“ უფრო შორსმჭვრეტელი აღმოჩნდნენ.
"მაშინ საყოველთაო ლანძღვის ობიექტები ვიყავით. ჯვარს გვაცვეს მაგალითად იმაზე, როცა ვამბობდით, ნუ ცანცარებთ და საარჩევნო სიას ნუ ხსნით-თქო. ახლა “ნაციონალური მოძრაობა” იხვეწება სიები აღგვიდგინეთო.
გამოვიდეს “ნაციონალური მოძრაობა” და ბოდიში მოგვიხადონ - მართლები იყავით და რატომ არ გავითვალისწინეთ თქვენი რჩევაო. მაშინ სიცანცარის აღლუმი მოაწყვეს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.