"ჩვენი ქვეყანა ელოდება ახალ ანტივირუსულ წამალს, რომელიც "ფაიზერის“ ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პრეპარატია და 90%-იანი დაცვა აქვს გართულებებისგან. ამაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და დაზუსტებულია, რომ ეს წამალი უნდა მივიღოთ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ხომ არ იგეგმება "ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანაზე უარის თქმა, ან "ომიკრონზე“ ადაპტირებული ვაქცინებით ჩანაცვლება, გამყრელიძის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
"ფაიზერი“ და "მოდერნა“ მუშაობენ "ომიკრონის“ ადაპტირებული, ამ შტამის საწინააღმდეგოდ მოქმედ ვაქცინაზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კლინიკური კვლევის ბოლო ფაზები. დაანონსდა, რომ მარტის ბოლოსთვის ეს კვლევები დასრულდება. თუმცა, "ფაიზერის“ "ბუსტერს“ სერიოზული დამცველობითი უნარი მთავარი გართულებებისაგან - 40-50%
იანვარში და თებერვალში, ვისაც "ომიკრონი“ დაემართა, ორჯერ აცრილი იყო, ვისაც "ბუსტერი“ ჰქონდა გაკეთებული, იქ შედარებით ნაკლები, ამაზე ჯერჯერობით მსჯელობა მიმდინარეობს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.