ავტორი:

"გარწმუნებთ, ოთხშაბათს უკრაინაზე თავდასხმა არ იქნება - ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს" - ევროკავშირში რუსეთის ელჩი

"გარწმუნებთ, ოთხშაბათს უკრაინაზე თავდასხმა არ იქნება - ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს" - ევროკავშირში რუსეთის ელჩი

ევროკავშირში რუსეთის ელჩი ვლადიმერ ჩიჟოვი აცხადებს, რომ რუსეთი დღეს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას არ გეგმავს.

მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ელჩმა გერმანულ ტელეარხ WELT-თან ინტერვიუში განაცხადა.

"შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ოთხშაბათს თავდასხმა არ იქნება. არანაირი ესკალაცია არ არის დაგეგმილი მომავალ კვირაში, ან ერთი კვირის შემდეგ, ან მომავალ თვეში”, - თქვა ელჩმა და დასძინა: ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს.

რუსეთის უკრაინაში სავარაუდო შეჭრის შესახებ განცხადებების კომენტირებისას რუსმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება.

"როდესაც თქვენ აცხადებთ ასეთ პრეტენზიებს - ძალიან სერიოზულ პრეტენზიებს რუსეთის წინააღმდეგ - ისინი მტკიცებულებებით უნდა გაამყაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სხვა არაფერია, თუ არა ცილისწამება“, - განაცხადა ჩიჟოვმა.