საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 55 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 10 894 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 058 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 794 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 264 PCR ტესტით.