ბიზნესის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს სრულყოფილ ფინანსურ და აუდიტორულ მომსახურებას. რაც უფრო უკეთ არის შესრულებული ფინანსური და აუდიტორული მომსახურება, კომპანიას ნაკლები ზარალი აქვს და უფრო გამართულად მუშაობს.
ხარისხიან ფინანსურ და აუდიტორულ მომსახურებაზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, დებმა, ნინო და ნათია ჟივიძეებმა, რომელთაც საბუღალტრო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება დააგროვეს, გადაწყვიტეს, რომ საკუთარი კომპანია „პარტნიორი“ დაეფუძნებინათ. კომპანიის მთავარი უპირატესობა უმაღლესი ხარისხის მომსახურება და პასუხისმგებლობის 100%-ით დაზღვევაა, რაც ყოველთვიური მომსახურების შემთხვევაში, ბევრი ბიზნესისთვის ფუფუნებას წარმოადგენს.
„პარტნიორის“ თანადამფუძნებელს ნინო ჟივიძეს საბუღალტრო სფეროში არსებულ გამოწვევებსა და იმ სტანდარტებზე ვესაუბრეთ, რომლებიც ბიზნესმა უნდა გაითვალისწინოს, როცა ფინანსური მომსახურების მისაღებად კომპანიას ირჩევს:
საბუღალტრო სფეროში დასაქმების ბაზარზე კონკურენცია მაღალია, თუმცა რამდენად არის ხარისხიანი აუდიტორული და ფინანსური მომსახურების დეფიციტი?
კონკურენცია მართლაც ძალიან მაღალია და მოთხოვნიდან გამომდინარე, ასეც უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, კვალიფიციური კადრების მოძიების პრობლემა მუდმივად დგას. როცა წარსულში მთავარ ბუღალტრად ვმუშაობდი და თანამშრომელს ვეძებდი, მახსოვს, ამ პროცესს ძალიან დიდი დრო და ენერგია სჭირდებოდა, რადგან რთული იყო ისეთი კადრის მოძიება, რომელიც სრულყოფილად შეასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. გარკვეული მიმართულებებით ცოდნის ნაკლებობა ყოველთვის იჩენდა თავს. ყველაზე გამოცდილი ბუღალტრებიც კი მუდმივად საგადასახადო კოდექსში იხედებიან, ამოუწურავია ეს პროფესია და თუ არ განვითარდი, გაგიჭირდება ძლიერ პროფესიონალად ჩამოყალიბდე.
მეორე პრობლემა არის ის, რომ შეიძლება, კვალიფიციური კადრი აიყვანო, თუმცა მან არ იცოდეს IFRS-ის (საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტი) აღრიცხვა, რაც საკმაოდ დიდი დაბრკოლებაა. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ „პარტნიორი“ სულ რამდენიმეთვიან პრაქტიკას ითვლიდა, სექტემბრის თვეში საკმაოდ ბევრი კერძო დაკვეთა მიიღო, ფინანსური ანგარიშგებების წარსადგენად.
რას აქცევთ ყურადღებას თანამშრომლების შერჩევისას? რამდენადაც ვიცი, თქვენთან სტაჟირებაც შესაძლებელია.
ძალიან ბევრი ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდა გადის საბუღალტრო კურსებს ან ეკონომიკის მიმართულებით ამთავრებს ბაკალავრიატს და შემდეგ უჭირს დასაქმება, ვაკანსიების უმეტესობაში ერთ-ერთ მოთხოვნად გამოცდილებაა მითითებული. მართლაც, ყველას გამოცდილი კადრი სჭირდება, მაგრამ დამწყებმა კადრებმაც ხომ სადმე უნდა მიიღონ ცოდნა?
სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მათთვის მიგვეცა უნიკალური შესაძლებლობა, საბუღალტრო პროგრამაში, რეალური კომპანიების მონაცემების გამოყენებით ისწავლონ, აიმაღლონ კვალიფიკაცია და გამოცდილება მათ უპირატესობად აქციონ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თეორიის შესწავლის შემდეგ ბუღალტერს ძალიან უჭირს საკუთარი ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოს. სამწუხაროდ, მას ხანდახან დამოუკიდებლად შემოსავლების სამსახურის პორტალზე მუშაობა, ზედნადებების, ანგარიშფაქტურებისა და დეკლარაციების შევსებაც არ შეუძლია. ასევე, ბუღალტრული პროგრამის პრაქტიკაში განმტკიცებაც სჭირდებათ ხოლმე, ამიტომ მათ, ვინც დაინტერესებულია, თავისი პროფესია სიღრმისეულად შეისწავლოს და კვალიფიციურ პროფესიონალად იქცეს „პარტნიორი“ ამის საშუალებას მისცემს.
რაც შეეხება უკვე გამოცდილ კადრებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში არსებული კომპანიებისთვის ეწევიან საბუღალტრო მომსახურებას, ისინი აღნიშნული მიმართულებით უკვე გამოცდილები არიან. ეს ჩვენი მოთხოვნაა, რომ მაგალითად, თუ ბუღალტერს საწარმოს ვაბარებთ, ამ კუთხით წარსულში უკვე ჰქონდეს ნამუშევარი და ეს მისთვის ახალი არ იყოს.
ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გუნდში კვალიფიციური კადრების ყოლა, მათი შენარჩუნება, მოტივირება, წახალისება და კომფორტული გარემოს შექმნა. ამაზე ვმუშაობთ და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანია სულ რაღაც 10 თვეა ფუნქციონირებს, საბუღალტრო სფეროში ჩვენი სიტყვა უკვე ვთქვით.
საინტერესოა, რა უპირატესობაა ბიზნესისთვის, როცა ფინანსურ და აუდიტორულ მომსახურებას არა საშტატო თანამშრომელი, არამედ გარე კომპანია უკეთებს?
პანდემიისგან შექმნილმა მდგომარეობამ ბიზნესებს დაანახა, რომ აუცილებელი არ არის, ბუღალტერი ყოველდღიურად ოფისში დადიოდეს, არამედ შეიძლება, ეს საქმე გარე კომპანიას გააკეთებინო. გარდა ამისა, ამგვარი მომსახურების უპირატესობა არის ის, რომ ყოველთვიური სერვისის გაწევისას ჩვენ ვაზღვევთ პასუხისმგებლობის 100%-ს, რაც სხვა კომპანიების შემთხვევაში, ძირითადად, 80%-ია ხოლმე. ამ სერვისში შედის როგორც საბუღალტრო, ისე აუდიტორული მომსახურება.
რას ნიშნავს დაზღვევა? - როდესაც ჩვენ მიერ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ კომპანიაში შედის შემოსავლების სამსახური, ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მომავალში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას სრულად ვიღებთ. რა თქმა უნდა, საქმე აქამდე რომ არ მივიდეს, ჩვენი პროფესიონალები ყველა ხარვეზს ასწორებენ და კომპანიას ყველაფერი გამართული აქვს. ეს არის გარე საბუღალტრო კომპანიასთან პარტნიორობის უმთავრესი უპირატესობა. ვერცერთი საშტატო ბუღალტერი ამას ვერ გააკეთებს და ვერცერთ ხარვეზს ვერ დაგიზღვევს.
რამდენად ბიუჯეტურია ბიზნესისთვის პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობა?
საერთოდ, „აუთსორს“ მომსახურება უფრო ბიუჯეტურია, ვიდრე ბუღალტერთა გუნდის დაქირავება. კვალიფიციური ბუღალტრები ყოველთვის მაღალ ანაზღაურებას მოითხოვენ, რისი გადახდის შესაძლებლობაც ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ბევრ კომპანიას არ აქვს. ამიტომ მათთვის ოპტიმალურია, საბუღალტრო და აუდიტორული მომსახურება გარე კომპანიას დაუკვეთონ და მშვიდად იყვნენ, რომ საქმე სწორად და კვალიფიციურად კეთდება.
ასევე, როგორც აღვნიშნე, გარე კომპანია უფრო დიდ პასუხისმგებლობას იღებს, ვიდრე ბუღალტერთა გუნდი, რომელსაც ბიზნესი ასაქმებს.
„პარტნიორის“ ახალი სერვისის მეშვეობით, ბიზნესს საშუალება აქვს, შეარჩიოს მისთვის სასურველი კვალიფიციური კადრი ისე, რომ დაზოგოს დრო და ადამიანური რესურსი. უფრო დეტალურად რომ ავხსნა, ჩვენ დავიწყეთ რეკრუიტინგი, ანუ კონსულტაცია ფინანსური და საბუღალტრო მიმართულებით საუკეთესო კადრის შესარჩევად. კონკრეტულ პოზიციაზე შემოსულ რეზიუმეებს განვიხილავთ და შემდეგ ვარჩევთ საუკეთესო სამ კადრს, რომელთა შორის კომპანია თავად აკეთებს არჩევანს.
შეიძლება კომპანიამ ჩვენი დახმარებით შეარჩიოს ბუღალტერი, მთავარი ბუღალტერი, ფინანსური მენეჯერი და სხვა.
დაბოლოს, რას უნდა მიაქციოს ბიზნესმა ყურადღება, როცა გამოცდილ საბუღალტრო კომპანიას არჩევს?
თავდაპირველად, მნიშვნელოვანია, საბუღალტრო კომპანიას იმ კონკრეტულ სფეროში ჰქონდეს გამოცდილება, რაშიც აღნიშნული ბიზნესია ჩართული, თუ ყოველთვიურ მომსახურებას უწევს, 100%-ით აზღვევდეს მას და აკეთებდეს ხარისხიანად. ასევე, რაც უფრო მრავალფეროვან მომსახურებას ეწევა და რაც უფრო მეტი კმაყოფილი დამკვეთი ჰყავს, მით უფრო მაღალია მისი სანდოობა.
ჩვენს შემთხვევაში მინდა ვთქვა, რომ ვემსახურებით როგორც დეველოპერულ, ისე სამასპინძლო ბიზნესს, წარმოებას, მცირე ბიზნესებს და ფიზიკურ პირებსაც კი. გვყავს ბევრი კმაყოფილი პარტნიორი და გვაქვს გეგმა, ჩვენი პორტფელი უფრო გავაფართოოთ.
(R)