ავტორი:

ვლადიმერ პუტინის დავალებით, დონეცკიდან როსტოვში გადასულ თითოეულ დევნილს 10 ათას რუბლს გადაუხდიან - პესკოვი

ვლადიმერ პუტინის დავალებით, დონეცკიდან როსტოვში გადასულ თითოეულ დევნილს 10 ათას რუბლს გადაუხდიან - პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დავალებით, რუსეთის მთავრობა თითოეულ დევნილს, ვინც დონეცკიდან როსტოვში გადავა, დახმარების სახით, 10 ათას რუბლს გადაუხდის. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

გარდა ამისა, კრემლის ლიდერის დავალებით, როსტოვში დაუყოვნებლივ გაემგზავრა რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი ალექსანდრე ჩუპრიანი.

პესკოვის თქმით, ჩუპრიანს დაევალა დევნილების უზრუნველყოფა საცხოვრებლით, თბილი საკვებითა და სამედიცინო დახმარებით.

ცნობისთვის, ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებმა ლეონიდ პასეჩნიკმა და დენის პუშილინმა დღეს, მოქალაქეთა ევაკუაცია გამოაცხადეს.