"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გაჟღერების დრო ჯერჯერობით არ არის.
ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რას ელოდება, კობახიძე პასუხობს "რაღაც-რაღაცებს".
"ბევრი რამ, მათ შორის მინიშნებები, ჩვენი მხრიდან უკვე ითქვა და ალბათ, ამ ეტაპზე ჯობია, რომ ამით დავასრულოთ და მოგვიანებით დადგება დრო მეტი დეტალისთვის და ეს დეტალებიც საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება ცნობილი", - განაცხადა კობახიძემ.