უკრაინის ტერიტორიიდან გაშვებული ჭურვი როსტოვის ოლქში სასაზღვრო დაცვის სამსახურის ობიექტს მოხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამოუცნობი ტიპის ჭურვმა რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 150 მეტრში მდებარე ობიექტი მთლიანად გაანადგურა.
რუსული მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.