ავტორი:

11 წლის ბიჭმა იმ კლინიკის მედპერსონალისთვის, სადაც დედა გადაუჩინეს, თანხის შეგროვება დაიწყო, მოჭრილ თმას კი, საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცემს

11 წლის ბიჭმა იმ კლინიკის მედპერსონალისთვის, სადაც დედა გადაუჩინეს, თანხის შეგროვება დაიწყო, მოჭრილ თმას კი, საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცემს

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები 11 წლის ელი მაკჯი ბევრ ზრდასრულს სჯობნის კეთილშობილებაში, რაზეც მისი საქციელი მიუთითებს. ელის დედა ბეკი ბარეტი 55 წლისაა და ფილტვების სიმსივნეზე მკურნალობდა კემბრიჯის Royal Papworth-ის ჰოსპიტალში. ქალი ექიმების ზრუნვისა და დაუღალავი ბრძოლის შედეგად, ხელიდან დაუსხლტა დაუნდობელ დაავადებას. სწორედ ამან უბიძგა მის 11 წლის ვაჟს მადლიერების ნიშნად, კლინიკის თანამშრომლებისთვის თანხის შეგროვება დაეწყო.

ელი მაკჯიმ 11 წლის განმავლობაში გაზრდილი თმაც შეიჭრა, რომელიც სიგრძეში უკვე 70 სანტიმეტრამდე იყო. ბიჭუნა სტილისტ დეიდას ესტუმრა მისიის შესასრულებლად. ახლა ელი მოჭრილი თმის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის გადაცემას აპირებს, რომელიც სიმსივნით დაავადებული მოზარდებისთვის პარიკებს ამზადებს.

ბიჭუნას დედა ბეკი ბარეტი ამბობს, რომ ელი უკვე შეწუხებულიც კი იყო მისი გრძელი თმით: "ელიზე ძალიან იმოქმედა იმან, რომ საავადმყოფოში ჩემდამი გასაოცარ ყურადღებას იჩენდნენ, რამაც უბიძგა, მათთვის მადლიერების ნიშნად, ფული შეეგროვებინა".

ელის თავდაპირველი მიზანი 100 ფუნტის შეგროვება იყო და ფონდების მოზიდვის ვებსაიტზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც მისდა გასაკვირად დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საბოლოოდ, შეგროვილი თანხა 1500 ფუნტამდე გაიზარდა.

წყარო: thesun

მოამზადა ანა სიბოშვილმა