ავტორი:

"დასავლეთთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს" - სერგეი ლავროვი

"დასავლეთთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს" - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები მზად არ არიან რუსეთის მთავარი წინადადებების მისაღებად, განსაკუთრებით კი ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების შესახებ.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ჟენევაში ხუთშაბათს შეხვდება.

პარასკევს კი ლავროვი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ივ ლე დრიანთან შეხვედრას პარიზში გამართავს.