2022 წლის 28 იანვარს თბილისში, ვარკეთილში, მოხუცთა პანსიონატი "Friendly Community" საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. დაწესებულება ბენეფიციარებს ევროპულ სტანდარტებზე მორგებული სერვისს შესთავაზებს.
თეა გურული პანსიონატის დირექტორია, როგორც გვეუბნება, მას ასეთი დაწესებულების გახსნის იდეა და სურვილი ბევრი წლის განმავლობაში ჰქონდა. რა მიზნები აქვს პანსიონატს და როგორ აპირებს მისი პერსონალი ხანდაზმულების მომსახურებას, ამაზე ქალბატონი თეა თავად გვესაუბრება:
- ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული ამ თემით, დიდი ხანი ვფიქრობდი მოხუცებისთვის კომფორტული სივრცის მოწყობაზე. მოგეხსენებათ,ასეთი საქმის დასაწყებად მხოლიდ სურვილი არ არის საკმარისი,საჭიროა ფინანსების მოძიება.მხოლოდ ახლა, წლების მერე შევძელი და საზეიმოდ გავხსენით ხანდაზმულთა პანსიონატი. მოხუცებთან ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა, ჩემი ბებია-ბაბუიდან გამომდინარე ყოველთვის სასიამოვნო იყო მათთან ურთიერთობა…კლინიკაში რეაბილიტოლოგად ვმუშაობდი. იქ ხანდაზმულებთან ვურთიერთობდი, მათთვის რეაბილიტოლოგიც ვიყავი, ფსიქოლოგიც და ყველაფერი... იმ პერიოდში მოხუცებულთა პანსიონატის გახსნის იდეა კიდევ მეტად ჩამომიყალიბდა, რომ მეზრუნა იმაზე,რათა ასეთ ადამიანებს თავი მარტოდ არ ეგრძნოთ.
- სურვილი უკვე აისრულეთ და შექმენით კიდეც ინტეგრირებული და მათთვის საჭირო სივრცე...
- კი, ჩვენს ხანდაზმულებს დაწესებულებაში მოემსახურებიან პროფესიონალი, თბილი და ყურადღებიანი - ექთნები, ასევე ექიმი-თერაპევტი. ისინი მთელი დღის განმავლობაში მეთვალყურეობას გაუწევენ მათ. დაწესებულება აღჭურვილია პირველადი დახმარების ყველა საჭირო მედიკამენტითა და ინვენტარით. ძალიან პოზიტიური და თბილი მზარეული ბენეფიციარებს დღეში 4-ჯერ უგემრიელესი კერძებით გაუმასპინძლდება. ჩვენს ხანდაზმულებს კვირაში ერთხელ ასევე კონსულტაციას გაუწევს ექიმი-ნევროლოგიც. აუცილებლად გვექნება უამრავი აქტივობა.
ექსკურსიები და გასართობი ღონისძიებები, რომ ჩვენმა ხანდაზმულებმა დრო სასიამოვნოდ გაატარონ. დაწესებულება აღჭურვილია ვიდეო სამეთვალყურეო კამერებით. ჩვენთან მოსულებს თბილი და სასიამოვნო გარემო დახვდებათ. ასე რომ, დიდი სიყვარულით ველით ჩვენს ხანდაზმულებს. დიახ, ჩვენ ხანდაზმულებს ბედნიერ, მშვიდ და უდარდელ დღეებს ვაჩუქებთ.
- ანუ ეს სივრცე მათ იმის საშუალებას მისცემს, რომ არ იყვნენ მარტო და ადამიანებთან აქტიური, მჭიდრო კონტაქტი ჰქონდეთ, ხომ?
- დიახ, ასეა... როდესაც კლინიკაში მოხუცებს დახმარებას ვუწევდი, ვხვდებოდი, რომ იქ ჩემი მისვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო….როგორც გითხარით, ხანდაზმულებისთვის არა მხოლოდ რეაბილიტოლოგი, ფსიქოლოგიც ვიყავი... ეს ყველაფერი კიდევ უფრო მიმყარებდა ჩემს იდეას და მიძლიერებდა მისკენ სწრაფვას. ამიტომ, იმის სურვილი მქონდა, რომ სივრცეში, რომელსაც მათთვის შევქმნიდი, მოხუცები არ ყოფილიყვნენ ისეთ გარემოში, სადაც მხოლოდ ტელევიზორი იქნებოდა მათი განტვირთვის ერთადერთი საშუალება.
- მძიმე პაციენტებსაც მოემსახურებით?
- გარდა მძიმე პაციენტებისა, ყველა მოხუცს მივიღებთ, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილდებიან და მათაც, ვისაც მოძრაობაში შეზღუდვა აქვთ. ასაკი ცხადია, განსაზღვრული არ არის.
- რამდენად ხელმისაწვდომია თქვენს დაწესებულებაში ხანდაზმულებისთვის მოხვედრა?
- ვცდილობთ, იყოს ხელმისაწვდომი და მომსახურების შესაბამისი… ფასი დამოკიდებულია ხანდაზმულის მდგომარეობაზე ,თუ რა ტიპის მოვლას საჭიროებს ….ანუ თითოეული რა ტიპის მომსახურებას და მოვლას საჭიროებს. თუ მუდმივად ექთნის დახმარება სჭირდება, კვებასა და ჰიგიენაში, გადაადგილებაში ფასი უფრო მაღალია. თუ საკუთარი თავის მოვლა შეუძლია, ესეც გათვალისწინებული იქნება. ძალიან მინდა, ამ ადამიანებზე ნაყოფიერად ვიზრუნოთ.
R