ავტორი:

"2008 წელი - საქართველო, 2022 წელი - უკრაინა, დასავლეთმა არ უნდა გაიმეოროს იგივე შეცდომები, რაც 2008 წელს დაუშვა" - გახარია

"2008 წელი - საქართველო, 2022 წელი - უკრაინა, დასავლეთმა არ უნდა გაიმეოროს იგივე შეცდომები, რაც 2008 წელს დაუშვა" - გახარია

პარტია "საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ისტორია მეორდება, რუსეთი თავს ესხმის ქვეყნებს, რომლებიც მოქმედებენ მისი გავლენებისგან დამოუკიდებლად და გააჩნიათ ევროპული მისწრაფებები.

"2008 წელი - საქართველო, 2022 წელი - უკრაინა. დასავლეთმა არ უნდა გაიმეოროს იგივე შეცდომები, რაც 2008 წელს დაუშვა. მოკავშირეებმა დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედონ. ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად!“ - წერს გიორგი გახარია "ტვიტერზე“