ავტორი:

"რა პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეცვალოს? უნდა იშიმშილოს ან რამდენიც უნდა იმდენი ჭამოს" - კალაძე სააკაშვილზე

"რა პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეცვალოს? უნდა იშიმშილოს ან რამდენიც უნდა იმდენი ჭამოს" - კალაძე სააკაშვილზე

ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, უნდა იშიმშილოს ან რამდენიც უნდა იმდენი ჭამოს, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ უვადო შიმშილობის საკითხს.

როგორც კალაძე განმარტავს, შიმშილის დაწყება არის სააკაშვილის პირადი საქმე და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის.

"ეს მისი გადასაწყვეტია, თვითონ როგორც უნდა, ისე გადაწყვეტს. ვერავინ შეუშლის ამაში ხელს და ვერავინ შეაჩერებს. ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმოქმედოს და რა გააკეთოს. რა პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეცვალოს? ეს მისი გადასაწყვეტია, უნდა იშიმშილოს ან რამდენიც უნდა იმდენი ჭამოს, ვინ უშლის ხელს?" - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, 7 ნოემბრის საქმეზე გამართული პროცესის მიმდინარეობისას, უვადო შიმშილობა გამოაცხადა.