ავტორი:

10 საინტერესო ფაქტი „ღვთაებრივი“ რაფაელის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე

10 საინტერესო ფაქტი „ღვთაებრივი“ რაფაელის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე

რაფაელ სანტი - არაჩვეულებრივი იტალიელი მხატვარია, რომლის ღრმა და ლამაზი ნახატები 600 წლის შემდეგაც აღაფრთოვანებს მნახველებს. გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს, მსოფლიოში ცნობილი მხატვრის შესახებ.

ფაქტი #1. რაფაელ სანტის ბიოგრაფიაში მითითებულია, რომ ის უბრალო წარმომავლობის ადამიანი იყო. მაღალ საზოგადოებაში გზა საკუთარმა ნიჭმა გაუხსნა და ახალგაზრდა მხატვარი ჰერცოგების, კარდინალების, საფრანგეთის მეფისა და თავად პაპის დაკვეთით ხატავდა.

ფაქტი #2. თავისი ხანმოკლე ცხოვრების (მხოლოდ 37 წელი იცოცხლა) განმავლობაში, რაფაელი არა მარტო ცნობილი გახდა იტალიაში, არამედ ყველაზე მდიდარი და წარმატებული მხატვარიც იყო. მისი უეცარი გარდაცვალების მიზეზი ბუნდოვანია. ზოგიერთი ისტორიკოსი წერს, რომ ის „რომაული ცხელებით“, ანუ მალარიით გარდაიცვალა, სხვები კი ამტკიცებენ, რომ რაფაელის სიკვდილის მიზეზი იყო სქესობრივი გზით შეძენილი დაავადება, რომელიც მისმა გარყვნილმა ცხოვრების წესმა განაპირობა.

ფაქტი #3. რენესანსის ეპოქის მრავალი სხვა გამოჩენილი მხატვრის მსგავსად, რაფაელი არა მარტო ხატავდა, არამედ ლექსებსაც წერდა. ლეონარდო და ვინჩის და მიქელანჯელოს მსგავსად, მას პოეზიით გატაცებამ ვერ მოუტანა ფართო აღიარება და პოპულარობა. დღეისათვის, რაფაელ სანტის მხოლოდ რამდენიმე ლექსი და სონეტაა შემორჩენილი, ნახატების თანხლებით.

ფაქტი #4. რაფაელის ზოგიერთი სტუდენტი და მიმდევარი არა მხოლოდ ფერწერით, არამედ გრავიურითაც იყო დაკავებული. გრავიურები ხშირად იქმნებოდა მათი მასწავლებლის ესკიზებისა და ნახატების მიხედვით. ამის წყალობით, ჩვენამდე მოაღწია ისეთმა გრავიურებმა, რომლის ორიგინალი ნახატებიც სამუდამოდ დაკარგულად ითვლება.

ფაქტი #5. მხატვრის ყველაზე ცნობილი ტილო, XVI საუკუნეში შექმნილი „სიქსტის მადონაა“. საკმაოდ დიდია - 265 × 196 სმ ზომისა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ტილო გერმანიიდან წამოიღეს და 10 წელი სსრკ-ში ინახებოდა.

ფაქტი #6. რაფაელმა თავისი ცხოვრების განმავლობაში 200-მდე ნახატი შექმნა, რომელთაგანაც გამოირჩევა მადონას სერია. ხელოვნებათმცოდნეები თვლიან, რომ ეს სერია შთაგონებული იყო მხატვრის ბავშვობის მოგონებებით. რაფაელმა დედა 8 წლის ასაკში დაკარგა და აშკარად მოკლებული იყო დედობრივ სიყვარულს. ამ გრძნობებმა გამოხატულება მადონას გამოსახულებების სერიაში პოვა, რომელიც განმსჭვალულია სინაზით, სიყვარულითა და მზრუნველობით.

ფაქტი #7. ბევრმა ნახატმა, რომლებიც რაფაელმა შექმნა, საკუთარი ისტორიები შეიძინა. მაგალითად, ლოთარინგიის ჰერცოგს ფერდინანდ III-ეს, იმდენად უყვარდა ნახატი „მადონა დელ გრანდუკა“, რომ ყველა მოგზაურობაში თან მიჰქონდა.

ფაქტი #8. რაფაელის პირადი ცხოვრების შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. მას სასიყვარულო კავშირი რამდენიმე ქალთან ჰქონია, მაგრამ არასოდეს დაქორწინებულა და არც შთამომავლობა დაუტოვებია.

ფაქტი #9. მხატვრობისა და პოეზიის გარდა, რაფაელი არქიტექტურაშიც ერკვეოდა, რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზეც უკრავდა და შესანიშნავად მღეროდა. მას ახასიათებდნენ როგორც კეთილშობილ, კარგად აღზრდილს, კარგი მანერების მქონე, განათლებულ და თავაზიან ადამიანს.

ფაქტი #10. დღემდე ბევრს კამათობენ მხატვრის რელიგიური შეხედულებების გამო, რომლის შესახებაც ცოტა რამაა ცნობილი. არსებობს თეორია, რომლის თანახმად, რაფაელი ათეისტი იყო. თუმცა, ამას არ შეუშლია ხელი, ვატიკანში პაპის მხატვრად ემუშავა. ის პაპის კარის ოფიციალური მხატვრის თანამდებობას 12 წლის განმავლობაში, სიკვდილამდე იკავებდა.

გამომცემლობა „პალიტრა L” აგრძელებს „დიდი მხატვრების სერიას“. 7 მარტიდან რაფაელის ალბომი სპეციალურ ფასად - 15 ლარად იქნება ხელმისაწვდომი. გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად კი მას 17 ლარად შეიძენთ. ალბომში იტალიელი მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ბევრ საინტერესო ფაქტს ამოიკითხავთ და მისი საოცარი ნახატების დათვალიერებას უმაღლესი ხარისხით შეძლებთ. „დიდი მხატვრების“ სერია საშუალებას გაძლევთ, შეაგროვოთ მსოფლიოში ცნობილი მხატვრების ალბომები ხელმისაწვდომ ფასად.