ავტორი:

კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ისმის

კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ისმის

უკრაინის დედაქალაქ კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ისმის, - ინფორმაციას CNN-ი საკუთარ კორესპონდენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანია ასევე ავრცელებს ფოტოს, რომელზედაც, მათი ინფორმაციით, კიევში მომხდარი აფეთქებაა ასახული.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

"ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო! დღეს პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესახებ. რუსეთმა დარტყმები განახორციელა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, ვაცხადებთ საომარ მდგომარეობას ", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი უკრაინელებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

"ერთი წუთის წინ საუბარი მქონდა პრეზიდენტ ბაიდენთან. შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო საერთაშორისო მხარდაჭერის გაერთიანება. დღეს თითოეულმა თქვენგანმა უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე. დარჩით სახლში, თუ შეგიძლიათ.

ჩვენ ვმუშაობთ. ჯარი მუშაობს. თავდაცვისა და უსაფრთხოების მთელი სექტორი მუშაობს. არავითარი პანიკა. ჩვენ ძლიერები ვართ. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ უკრაინა,“- განაცხადა ზელენსკიმ.