უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქებზე სჩასტიესა და მარიუპოლზე სრული კონტროლი აღადგინეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მძიმე ბრძოლები გრძელდება ხარკოვის მიმართულებით და უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის რაიონში, სადაც მოწინააღმდეგე მხარემ დანაკარგი განიცადა.
"ჩვენმა ძალებმა სრული კონტროლის ქვეშ დააბრუნეს ქალაქები მარიუპოლი და სჩასტიე. განადგურებულია მტრის სულ მცირე ექვსი თვითმფრინავი, ორი შვეულმფრენი და ათობით ჯავშანმანქანა“, - აცხადებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.
მათი ცნობით, რთული ვითარებაა ასევე ხერსონის მიმართულებით.