უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უმაღლეს რადას საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა.
ცოტა ხნის წინ, უკრაინაზე რუსეთის არმიის თავდასხმის გამო, კიევმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. უკრაინის სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა.
24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ. შეგახსენებთ, უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, პუტინმა აღიარა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა".