რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და აგრესორ სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. უკრაინაში შეჩერებულია ყველა კულტურული და სპორტული ღონისძიებები და საფეხბურთო ჩემპიონატის განახლება გადაიდო.
კიევის "დინამომ" შექმნილ ვითრებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:
"ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ და არავის არ დავუთმობთ. ჩვენს მხარესაა სიმართლე და ჩვენ გავიმარჯვებთ!
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ხოლო უკრაინელები უჟგოროდიდან ლუგანსკამდე, ჩერნიჰოვიდან სევასტოპოლამდე იამაყებენ იმით, რომ დიადი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, რომლის სახელწოდება უკრაინაა. დიდება უკრაინას! დიდება ერს!"
დონეცკის "შახტარის" რუმინელმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ განაცხადა, რომ მშიშარა არ არის, სამშობლოში არ დაბრუნდება, ომის დამწყები იდიოტები კი რაც შეიძლება მალე უნდა შეაჩერონ.
"მანჩესტერ სიტის" უკრაინელმა ნახევარმცველმა ოლექსანდრ ზინჩენკომ თავის "ინსტაგრამის" გვერდით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიმართა:
"იმედი მაქვს, მტანჯველი სიკვდილით მოკვდები, ბილწო!"
"გენტის" უკრაინელმა ლეგიონერმა რომან ბეზუსმა აღშფოთება სოციალურ ქსელში გამოხატა:
"უკრაინა ყოველ ჩვენგანშია, ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ენა თაობიდან თობას 1000 წელზე მეტია გადაეცემა. სამწუხაროდ, ისევე როგორც 8 წლის წინ, ჩვენს ქვეყანას თავს ისევ დაესხა გველი... ვლოცულობთ, რომ უკრინელმა გმირებმა ისევ დაიცვან ჩვენი სამშობლო".
ომის დაწყებას გმობენ პროგრესულად მოაზროვნე რუსული სპორტის მოღვაწეები.
"ვერც კი გავიგე, დღეს როგორ გავაკეთო პროგრამა. რა დროის ფეხბურთია... რჩევებს არ ველი, რადგან დარწმუნებული ვარ, ახლა ასეთ რჩევას არავინ მომცემს. ყველაზე უარესი დღე ჩემს ცხოვრებაში. რეკორდი დამხობილია და ისე მოჩანს, ეს რეკორდი სისტემატურად განახლდება. წყვდიადი და უსუსურება. არ მეგონა, თუ ჩემს ცხოვრებაში ასეთი დღე დადგებოდა", - წერს ჟურნალისტი ვასილი უტკინი თავის ტელეგრამ-არხზე.
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ევგენი კაფელნიკოვმა კომენტარი "ტვიტერზე" გააკეთა:
"ერთი ადამიანის სიხარბე ცრემლებამდე მიიყვანს ბევრ რუს დედას". გააგრძელეთ კითხვა