ავტორი:

"ის თუ როგორ არ შემოიფარგლებიან დასავლეთის ქვეყნები ნატოს ტერიტორიით, მოწმობს როგორი მადა აქვთ მთელს პლანეტასთან მიმართებით" - ლავროვი

"ის თუ როგორ არ შემოიფარგლებიან დასავლეთის ქვეყნები ნატოს ტერიტორიით, მოწმობს როგორი მადა აქვთ მთელს პლანეტასთან მიმართებით" - ლავროვი

"სამწუხაროდ, ჩვენი დასავლელი მეგობრები პატივს არ სცემენ საერთაშორისო სამართალს, ცდილობენ მის განადგურებას და იმის წინ წამოწევასაც, რასაც ისინი "წესებზე დაფუძნებულ წესრიგს" უწოდებენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ ჯერ კიდევ არსებობს საერთაშორისო ვალდებულებებთან დაბრუნების შანსი და განაცხადა, რომ რუსეთი ყოველთვის მზად იქნება დიალოგისთვის.

"ის თუ როგორ არ შემოიფარგლებიან დასავლეთის ქვეყნები ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიით და მეტ მასშტაბებზე აქვთ პრეტენზია და ის თუ როგორ ვითარდება ე.წ. სტრატეგიები ინდო - წყნარი ოკეანის რეგიონში, მოწმობს თუ როგორი მადა აქვთ მათ მთელს პლანეტასთან მიმართებით.

ვიმედოვნებთ, რომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი დავუბრუნდეთ საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო ვალდებულებებს. ცხადია, ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით დიალოგისთვის, რომელიც დაგვაბრუნებს სამართლიანობასთან და გაეროს წესდებასთან“, - განაცხადა ლავროვმა.