ავტორი:

რა სანქციები დაუწესა აშშ-მა რუსეთს - ჯო ბაიდენის პრესკონფერენციის დეტალები

რა სანქციები დაუწესა აშშ-მა რუსეთს - ჯო ბაიდენის პრესკონფერენციის დეტალები

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინაღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა.

გთავაზობთ სანქციების ჩამონათვალს:

  • შეიზღუდება რუსეთის შესაძლებლობა აწარმოოს ბიზნესი დოლარში, ევროში, ფუნტში და იენში, რათა იყოს გლობალური ეკონომიკის ნაწილი.
  • შეჩერდება რუსული არმიის დაფინანსებისა და ზრდის შესაძლებლობა.
  • შეფერხდება მათი უნარი, კონკურენცია გაუწიონ მაღალტექნოლოგიურ 21-ე საუკუნის ეკონომიკას
  • აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსულ ბანკებს, რომლებიც ერთად ფლობენ დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის აქტივებს.

"ჩვენ ასევე ვბლოკავთ კიდევ ოთხ მსხვილ ბანკს. ეს ნიშნავს, რომ ყველა აქტივი, რომელიც მათ აქვთ ამერიკაში, გაიყინება", - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დაგმო რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო.

"სანქციები რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ ხარჯებს დაუწესებს, როგორც დაუყოვნებლივ, ასევე დროთა განმავლობაში. ჩვენ მიზანმიმართულად შევიმუშავეთ ეს სანქციები რუსეთზე გრძელვადიანი ზემოქმედების მაქსიმალურად გაზრდისა და შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებზე ზემოქმედების შესამცირებლად", - თქვა მან.

"შეერთებული შტატები ამას მარტო არ აკეთებს“, -აღნიშნა ბაიდენმა და დასძინა, რომ ევროკავშირის 27 წევრი და "დიდი შვიდეულის“ წევრები ამ სანქციებში მიიღებენ მონაწილეობას. ბაიდენის თქმით, პუტინმა ომი აირჩია და მისი ქვეყანა ახლა შედეგს მიიღებს.

"ვლადიმერ პუტინს, უკრაინაზე თავდასხმისთვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრება. პუტინი არის აგრესორი. პუტინმა აირჩია ეს ომი და ახლა, ის და მისი ქვეყანა, მიიღებენ შედეგს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მისი თქმით, უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ვლადიმერ პუტინს.

ბაიდენის თქმით, ამას პასუხი გაეცემა.