ამ თავდასხმის მიზანი არის ზეწოლა. ზეწოლა თქვენზე, ძვირფასო მოქალაქეებო. ზეწოლა მთელ ჩვენს საზოგადოებაზე. ხაზს ვუსვამ: არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ ყველა უკრაინელზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელების თავისუფლების დაცვა მხოლოდ უკრაინელების სოლიდარობითაა შესაძლებელი.
"უკრაინელების ბედი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენს გარდა სხვა არავინ წარმართავს ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, სიმართლე ჩვენთანაა. "კალიბრის“ რაკეტები უმწეოა ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გამართვისკენ მოუწოდა.
"ადრე თუ გვიან რუსეთი უნდა დაგველაპარაკოს იმის შესახებ თუ როგორ დავასრულოთ მტრობა და შევაჩეროთ შემოჭრა. რაც უფრო ადრე დაიწყება რუსეთთან საუბარი, მით უფრო ნაკლები იქნება მისი დანაკარგი", - განაცხადა მან.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელები ქვეყნის დაცვას აგრძელებენ.