ავტორი:

"ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზადაა" - რუსული მედია

"ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზადაა" - რუსული მედია

"რუსეთი მზადაა უკრაინასთან მაღალ დონეზე მოლაპარაკებისთვის" - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინს, მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

"კიდევ ერთხელ მინდა მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. ბრძოლა მიმდინარეობს მთელ უკრაინაში. მოდით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. შეაჩერეთ ხალხის სიკვდილი,“- აღნიშნა ზელენსკიმ.