უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგის მიერ გამოხატულ უკმაყოფილებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის პრეზიდენტთან შეთანხმებულ დროს სატელეფონო კომუნიკაცია ვერ მოახერხა.
"დღეს 10:30 საათზე ჩერნიგოვის, გოსტომელისა და მელიტოპოლის მისადგომებთან მძიმე ბრძოლა მიმდინარეობდა. ადამიანები იღუპებოდნენ. შემდეგში შევეცდები ომის გრაფიკი შევცვალო, რომ მარიო დრაგის დროულად დაველაპარაკო. უკრაინა ამასობაში აგრძელებს ბრძოლას თავისი ხალხისთვის,“- განაცხადა ზელენსკიმ "ტვიტერის“ გვერდზე.
ცნობისთვის, იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან დღეს დილით მორიგი სატელეფონო მოლაპარაკების გამართვაზე შეთანხმდნენ, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი კონტაქტზე არ გავიდა.