ავტორი:

"ვხედავთ მესიჯებს, რომლებიც მტკიცედ მიუთითებს, რომ რუსეთის მიზანია კიევში ხელისუფლების შეცვლა" - სტოლტენბერგი

"ვხედავთ მესიჯებს, რომლებიც მტკიცედ მიუთითებს, რომ რუსეთის მიზანია კიევში ხელისუფლების შეცვლა" - სტოლტენბერგი

კრემლის მიზნები არ არის ლიმიტირებული მხოლოდ უკრაინით. ჩვენ ვდგავართ ახალი რეალობის წინაშე ევროპული უსაფრთხოებისთვის. რუსეთი ღიად ეწინააღმდეგება ევროპის უსაფრთხოების წესრიგს და იყენებს ძალას თავისი მიზნების მისაღწევად ,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სტოლტენბერგმა განმარტა, რომ სამიტზე ფინეთი შვედეთი და ევროკავშირიც მოიწვია, რადგან არსებული კრიზისი ყველას ეხება.

მან რუსეთს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები და დაუბრუნდეს დიალოგის გზას.

"ალიანსის ლიდერების შეხვედრა გაიმართა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საფრთხესთან გასამკლავებლად. სამიტზე მოვიწვიე ნატოს ახლო პარტნიორები: ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირი, რადგან ეს კრიზისი ყველა ჩვენგანს ეხება.

რუსეთმა გაანადგურა მშვიდობა ევროპაში. უკრაინის ხალხი იბრძვის მათი თავისუფლებისთვის, რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ვგმობთ გარდაცვალების ტრაგიკულ შემთხვევებს, არანორმალურ ადამიანურ ტანჯვასა და განადგურებას.

ჩვენი ფიქრი არის გარდაცვლილებთან, დაშავებულებთან და იძულებით გადაადგილებულებთან. მოვუწოდებთ რუსეთს, შეაჩეროს ეს უაზრო ომი, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეტევა, გამოიყვანოს მისი ძალები უკრაინიდან, დაუბრუნდეს დიალოგის გზას და უარი თქვას აგრესიაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.