ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომელიც 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პრეზიდენტებმა სანქციებსა და თავდაცვის დახმარებაზე ისაუბრეს. თეთრმა სახლმა საუბრის შესახებ ინფორმაციას დაადასტურა.
"სანქციების გაძლიერების, კონკრეტული დახმარების თავდაცვის კუთხით და ომის საწინააღმდეგო კოალიციის შესახებ ახლახან აშშ-ს პრეზიდენტთან განვიხილეთ. მადლობელი ვართ აშშ-ის უკრაინისთვის ძლიერი მხარდაჭერისთვის!“- წერს ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ "ტვიტერ“ გვერდზე.
ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიევის ქუჩიდან ქვეყნის მაღალჩინოსნებთან ერთად ვიდეომიმართვა გაავრცელა. მასთან ერთად უკრაინის პრემიერ-მინისტრი, ფრაქციის თავმჯდომარე, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი და მისი მრჩეველი იყვნენ.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა ყველა რჩება ადგილზე და აგრძელებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვას.
"საღამო მშვიდობის. ფრაქციის ლიდერი აქ არის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი აქ არის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი პოდოლიაკი აქ არის, პრემიერ-მინისტრი შმიგალი აქ არის, პრეზიდენტი აქ არის.
ჩვენი ჯარები აქ არიან, მოქალაქეები აქ არიან, ყველა აქ ვართ. ვიცავთ დამოუკიდებლობას, ჩვენს სახელმწიფოს და ასე იქნება მომავალშიც. დიდებს ჩვენს დამცველებს,“- განაცხადა ზელენსკიმ.