ავტორი:

"ჯერჯერობით კიევის აღების სიმპტომი არ ჩანს - პირველი შეტევები უკრაინამ მოიგერია" - რას ჰყვება გიორგი ვაშაძე კიევიდან?

"ჯერჯერობით კიევის აღების სიმპტომი არ ჩანს - პირველი შეტევები უკრაინამ მოიგერია" - რას ჰყვება გიორგი ვაშაძე კიევიდან?

ჯერჯერობით კიევის აღების არანაირი სიმპტომი არ ჩანს - პირველი შეტევები უკრაინამ მოიგერია, ვხედავთ, რომ დასავლეთიც უფრო გონს მოდის, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი" კიევიდან ჩართვისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძის შეფასებით, "რუსეთს უკრაინაში მარტივი გასეირნება არ აქვს, რაც დაგეგმილი ჰქონდა".

"საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები და კარგია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები აჩვენებენ ძალიან სერიოზულ გამძლეობას. პირველი შეტევები, რაც იყო, უკრაინამ მოიგერია. ვხედავთ, რომ გერმანიამ გარკვეული განცხადება გააკეთა და დასავლეთიც უფრო გონს მოდის. ყოველ შემთხვევაში, რუსეთს ის მარტივი გასეირნება არ აქვს, რომელიც მას უკრაინაში დაგეგმილი ჰქონდა. დანარჩენი გამძლეობაზეა. არავის წარმოგვედგინა, რომ ასეთ სიგიჟეში თუ იქნებოდა ქვეყანა. რაც შეეხება ხალხის განწყობას, პანიკა არ არის უკრაინაში.

არის დივერსიული ჯგუფები, რომელთაც სურვილი აქვთ, რომ კიევში გარკვეული დისონანსი შეიტანონ. მათი მთავარი მიზანი იყო ფსიქოლოგიური ზეგავლენა, რომ ქაოსი დაენერგათ, ეს ქაოსი ნამდვილად არ არის.

მოლაპარაკებების მზაობა კიევმა გამოთქვა, კრემლს ორაზროვანი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ მათაც როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია, თუმცა, ამის პარალელურად, ომი სამწუხაროდ გრძელდება და ომს არ აჩერებს რუსეთი. ვფიქრობ, რომ ფსიქოლოგიური კომპონენტი გადალახულია. პუტინის განცხადებაში ამოვიკითხე ის, რომ მან თავის, პირველ მიზანს ვერ მიაღწია, კიევი ვერ აიღო. 24 საათი ჰქონდათ ნათქვამი, მერე გადაწიეს 72 საათზე, ჯერჯერობით კიევის აღების არანაირი სიმპტომი არ ჩანს“, - განაცხადა ვაშაძემ.