ავტორი:

"მარიუპოლის სკოლას და მრავალსართულიან სახლს ჭურვი მოხვდა" - უკრაინული მედია

"მარიუპოლის სკოლას და მრავალსართულიან სახლს ჭურვი მოხვდა" - უკრაინული მედია

რუსეთის არმიის მიერ ნასროლი ჭურვების შედეგად, ქალაქ მარიუპოლის სკოლის შენობა და თორმეტსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, დაშავებულია სამი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

"ადგილობრივი დროით, 19:20 საათზე, ქალაქ მარიუპოლში #48-ე სკოლის შენობას, რომელშიც საბედნიეროდ, ბავშვები არ იმყოფებოდნენ, ასევე საცხოვრებელ სახლს ჭურვები მოხვდა, რასაც ხანძარი მოყვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ქალაქის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმ სიცრუისა, როდესაც მტერი აცხადებს, რომ სამოქალაქო ობიექტებს არ ესვრის.