ავტორი:

აშშ მზადაა, ზელენსკის კიევიდან ევაკუაციაში დაეხმაროს, მაგრამ ის უარზეა - რას წერს Washington Post-ი?

აშშ მზადაა, ზელენსკის კიევიდან ევაკუაციაში დაეხმაროს, მაგრამ ის უარზეა - რას წერს Washington Post-ი?

ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა დაეხმაროს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კიევიდან ევაკუაციაში, რათა ის ხელში არ ჩაუვარდეს რუს სამხედროებს და არ მოკლან. ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post ამერიკელ და უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მიუხედავად ზელენსკის განცხადებისა, რომ ის და მისი ოჯახი მტრისთვის ნომერ პირველი სამიზნეები არიან, პრეზიდენტი აშშ-ის შეთავაზებაზე კიევის დატოვებასთან დაკავშირებით ამ დრომდე უარს ამბობს.