კემბრიჯის ჰერცოგი და ჰეროცოგინია, პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ქეით მიდლტონი „ტვიტერზე“ ვოლოდიმის ზელენსკის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებენ.
"2020 წლის ოქტომბერში ჩვენ გვქონდა პრივილეგია შევხვედროდით პრეზიდენტ ზელენსკისა და პირველ ლედის, რათა გაგვეგო პოზიცია უკრაინის მომავლის მიმართ. დღეს ჩვენ ვდგავართ პრეზიდენტისა და უკრაინის მთელი მოსახლეობის გვერდით, ისინი გაბედულად იბრძვიან უკრაინის მომავლისთვის“, -წერენ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი.