საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, ამაღამ სვეტიცხოველში უკრაინის თავისუფლებისთვის, გადარჩენისთვის და მშვიდობისთვის ილოცონ.
ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ამ ღამეს (2 .00) სვეტისცხოველში წირვის შემდეგ, პარაკლისზე შემოგვიერთდით. ვილოცებთ უკრაინის თავისუფლებისთვის, გადარჩენისთვის და მშვიდობისთვის" - წერს ზურაბიშვილი.