უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა და მას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
"ვაგრძელებ მოლაპარაკებებს საერთაშორისო პარტნიორებთან. ვესაუბრე აზერბაიჯანის პრეზიდენტს. ჩვენ ვაფასებთ გაწეულ ჰუმანიტარულ და მედიკამენტებით დახმარებას. მადლობა უკრაინისადმი თქვენი მხარდაჭერისთვის“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“.