გერმანია უკრაინას 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და 500 "სტინგერს“ უგზავნის. BBC-ის ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ ოფიციალურმა ბერლინმა უკვე დაადასტურა.
როგორც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შულცმა განაცხადა, ამ ვითარებაში უკრაინის დახმარება მათი მოვალეობაა.
"ამ ვითარებაში ჩვენი მოვალეობაა უკრაინის დახმარება, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმით, მის თავდაცვაში ვლადიმერ პუტინის ჯარის წინააღმდეგ“, - განაცხადა ოლაფ შულცმა.
ცნობისთვის, გერმანიამ უკვე მოხსნა შეზღუდვა, რომელიც გერმანიაში წარმოებული ლეტალური იარაღის უკრაინისთვის გადაცემას კრძალავდა.