ავტორი:

"ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ გამოვუცხადე საქართველოს სრული მხარდაჭერა... ის მთელი ევროპისთვის სამაგალითო ლიდერია" - სალომე ზურაბიშვილი

"ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ გამოვუცხადე საქართველოს სრული მხარდაჭერა... ის მთელი ევროპისთვის სამაგალითო ლიდერია" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერში" წერს.

"ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ გამოვუცხადე საქართველოს სრული მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს. ამ ტრაგიკულ პერიოდში უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია" - წერს სალომე ზურაბიშვილი.