უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა იბრძოლებს აგრესორის წინააღმდეგ იმდენს რამდენიც ეს საჭირო იქნება ქვეყნის გასათავისუფლებლად. ამის შესახებ პრეზიდენტმა თავის მიმართვაში ისაუბრა.
მისი თქმით, თუ ბავშვები იბადებიან თავშესაფრებში მაშინაც კი როდესაც მიდის დაბომბვა, მტერს არ აქვს არავითარი შანსი ამ უდაოდ სახალხო ომში.
"ჩვენ ვუწევთ ღირსეულ წინააღმდეგობას, დარწმუნებული ვარ ამას ახალ ამბებშიც ხედავთ. მე მინდა თქვენ მხოლოდ ერთი რაღაც გითხრათ: ჩვენ ვიბრძოლებთ იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება, იმისთვის, რომ გავათავისუფლოთ ქვეყანა. თუ ბავშვები იბადებიან თავშესაფრებში მაშინაც კი, როდესაც გრძელდება დაბომბვა, მტერს არ აქვს არავითარი შანსი ამ უდაოდ სახალხო ომში“- განაცხადა ზელენსკიმ.