უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მადლობას უხდის. როგორც ის "ტვიტერში" წერს, სატელეფონო საუბრისას კონკრეტული დახმარების საკითხები განიხილეს.
"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს პეტრს ფიალას ეცნობათ არსებული ვითარების შესახებ. განვიხილეთ კონკრეტული დახმარების საკითხი. მადლობელი ვარ ჩვენი მეგობრების, მათი მხარდაჭერისთვის" - წერს ზელენსკი.