ავტორი:

უკრაინაში დაღუპული და დაშავებულია 240 მშვიდობიანი მოქალაქე - გაერო

უკრაინაში დაღუპული და დაშავებულია 240 მშვიდობიანი მოქალაქე - გაერო

უკრაინის ქალაქებში მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების შედეგად დაღუპული და დაშავებულია 240 მშვიდობიანი მოქალაქე, - ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა მინიმუმ 64-ია.

გაერომ ასევე განაცხადა, რომ 160 000-ზე მეტი უკრაინელი ახლა იძულებით გადაადგილებულია და ცდილობს ქვეყნის საზღვრები დატოვოს.

უკრაინის მთავრობის შეფასებით, რუსეთის შეჭრამ, შესაძლოა, ხუთი მილიონი ადამიანი ლტოლვილად აქციოს.