გასული სამი დღე-ღამის განმავლობაში 24-დან 26 თებერვლის ჩათვლით, უკრაინაში განადგურებულია 4300 რუსი ოკუპანტი. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.
მისი თქმით, ჯამობრივად მტრის დანაკარგები ასე გამოიყურება:
თვითმფრინავები - 27
ვერტმფრენები - 26
ტანკი - 146
საბრძოლო ჯავშანმანქანები - 796
ქვემეხები - 49
ბუკი - 1
გრადი - 4
საავტომობილო ტექნიკა - 30
ცისტერნები - 60
უპილოტო საფრენი აპარატი- 2
ხომალდი/კატერი - 2
პირადი შემადგენლობა - 4300, თუმცა, რიცხვი ზუსტდება.
ანა მალიარის თქმით, ინფორმაცია არის საორიენტაციო და უნდა დაზუსტდეს, რადგან ბრძოლის შემდეგ, მისი მიღება რთულია.