უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში კადიროვის დივერსანტთა ჯგუფის შესახებ წერს. გონჩარენკოს ცნობით, ჯგუფი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაადგილდებოდა.
"კადიროვის დივერსანტთა ჯგუფის წევრების, რომლებიც კიევში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაადგილდებოდნენ, ნაწილი დახოცეს უკრაინული სამხედრო დაზვერვის მამაცმა ოფიცრებმა, ნაწილი კი დააკავეს", - წერს გონჩარენკო.