რუსული ტანკები ქალაქ ირპინის ტერიტორიაზე შევიდნენ, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების ქალაქიდან განდევნა მოახერხეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ირპინის მერზე, ალექსანდრე მარკუშინზე დაყრდნობით ავრცელებს.
"დღეს ირპინს 100%-ით ვაკონტროლებთ", - აღნიშნა ქალაქის მერმა.
მან ადგილობრივ მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.