უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ბირთვული ძალების განსაკუთრებულ მზადყოფნაში მოიყვანის შესახებ ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს “კატასტროფა იქნება“.
"თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს ეს მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება. მაგრამ ეს ჩვენ არ გაგვტეხს“, - განაცხადა მან.
კულებას თქმით, პუტინმა ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დაწყებაზე საუბარი დაიწყო და მას სურს უკრაინაზე ზეწოლა გაზარდოს.
"მაგრამ ჩვენ არ ავყვებით ამ ზეწოლას. ჩვენ მივუდგებით ამ მოლაპარაკებებს ძალიან მარტივი მიდგომით. ჩვენ მივდივართ იქ, რათა მოვუსმინოთ რას ამბობს რუსეთი და ვეტყვით რას ვფიქრობთ ამ ყველაფერზე. უკრაინა არ ეცემა. ჩვენ სისხლი გვდის, მაგრამ ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ თავის დაცვას", - განაცხადა კულებამ.