რუსულმა ძალებმა ძალებმა მსოფლიოს უდიდესი თვითმფრინავი AN-225 Mriya („ოცნება“) გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება "ტვიტერში“ წერს.
"რუსეთმა შესაძლოა, გაანადგურა ჩვენი Mriya, მაგრამ ისინი ვერასდროს შეძლებენ გაანადგურონ ჩვენი ოცნება ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფოს შესახებ. ჩვენ გავიმარჯვებთ!“- წერს კულება.