რუსი მილიარდერები, მიხაილ ფრიდმანი და ოლეგ დერიპასკა აცხადებენ, რომ უკრაინასთან ომი უნდა დასრულდეს.
მიხაილ ფრიდმანმა რუსეთ-უკრაინის ომს ორივე ქვეყნის ხალხის ტრაგედია უწოდა.
Reuters-ი წერს,რომ მილიარდერმა ფრიდმანმა, რომელიც დაიბადა დასავლეთ უკრაინაში, თავისი თანამშრომლების მიმართ გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ კონფლიქტი არღვევს ორ აღმოსავლეთ სლავ ხალხს შორის ურთიერთობას, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ძმები იყვნენ.
"მე დავიბადე დასავლეთ უკრაინაში და იქ ვცხოვრობდი 17 წლამდე. ჩემი მშობლები უკრაინის მოქალაქეები არიან და ცხოვრობენ ლვოვში, ჩემს საყვარელ ქალაქში. მაგრამ მე ასევე გავატარე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი, როგორც რუსეთის მოქალაქემ, ვაშენებდი და ვზრდიდი ბიზნესს. ღრმად ვარ მიჯაჭვული უკრაინელ და რუს ხალხებთან და ამჟამინდელ კონფლიქტს ორივესთვის ტრაგედიად აღვიქვამ“, - წერს ფრიდმანი წერილში, რომელსაც Reuters-ი ავრცელებს.